სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 163 შემთხვევა გამოვლინდა, 126 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 662 ტესტი ჩატარდა.
15 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 949 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 022 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 556 ადამიანი გარდაიცვალა. 1 110-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.