საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის ბიზნესის სექტორს დამატებითი შეღავათები უწესდება, მათ შორის:
2020 წლის პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში დამქირავებელი კიდევ ერთხელ ხდება უფლებამოსილი, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ აღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. “ამ ცვლილებით ფინანსური ოდენობა 270 მილიონი ლარი იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.
ქონების იჯარის ლიზინიგის მომსახურებისა და დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის გადახდის პერიოდში. “მარტივი ენით, ეს არის საკასო მეთოდი, ანუ ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს გადასახადის დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ ცვლილებებს”, – განაცხადა მინისტრმა.
2021 წლის ქონების გადასახადის შეღავათი ამოქმედდება ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროები და რესტორნები. “ამ შეღავათით ისარგებლებს 1000-ზე მეტი კომპანია და 30 000-ზე მეტი დასაქმებული პირი. ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.”
2020 წლის საშემოსავლო გადასახადს ჩამოეწერება ტურისტული სექტორის იმ კომპანიების, რომელთაც გადახდა პანდემიის პირველი ტალღის დროს გადაუვადდა. “ასეთი არის დაახლოებით 1000-ზე მეტი კომპანია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ბაკურიანში, გუდაურში, კურორტ გოდერძიზე და დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდებად 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირველ ივლისამდე. “ეს მუნიციპალიტეტები შეირჩა, რადგან ამ კურორტებზე შეიზღუდა სასტუმროების მუშაობა”, – ამბობს მინისტრი.
ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური შეღავათებისა და დახმარებების შესახებ დღეს გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.