60 მილიონ ადამიანს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მთელს მსოფლიოში, – შესაბამის ინფორმაციას ვებსაიტი Worldometer -ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსის 60 102 811 შემთხვევა, აქედან 41 551 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 1 414 680 გარდაიცვალა. ამჟამად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 17 100 000-ს აღემატება.
შემთხვევათა უმეტესობა გამოვლინდა შემდეგ ქვეყნებში: ამერიკის შეერთებული შტატები – 12 664 008, ინდოეთი – 9 177 840, ბრაზილია – 6 087 608, საფრანგეთი – 2 144 979, რუსეთი – 2 096 749, ესპანეთი – 1 582 616, დიდი ბრიტანეთი – 1 527 495 წ.
“კოვიდ-19”-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული და გარდაცვლილი არის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთსა და რუსეთში.