სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე III კორპუსში დაიწყო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია.
2020 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში «საბაჟო საქმის» პროფესიული პროგრამა მოქმედებს. მიმდინარე წლის 5 ახალ პროგრამაზე მიღება დაიწყო, ესენია:
მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველებისთვის სავალდებულოა პროფესიულ ტესტირების გავლა საგამოცდო ცენტრებში, ზოგიერთ პროგრამაზე დამატებით ჩატარდება გასაუბრება.
მესამე დონის და მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველების შერჩევა განხორციელდება უნივერსიტეტის მიერ.
შერჩევის თარიღები და შეფასების მეთოდები გადმოგეგზავნებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომლითაც დარეგისტრირდით პროგრამის არჩევისას.
პროფესიული სტუდენტები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
სწავლის უფლებას მოიპოვებენ რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ტესტირების გზით. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით (ქართული ენა A2, ქართული ენა B1.)
რეგისტრაციის ვებ- გვერდი : www.vet.emis.ge
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადები – 20.08.2021წ.