10 ივლისს, “ლიბერთი ბანკის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბანკი დაიხურა და ყველა თანამშრომელმა PCR ტესტი გაიარა.
როგორც JNEWS-ს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან აცნობეს, კორონავირუსით დაავადებული პაციენტი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, ისევე, როგორც მისი მეუღლე და ქალიშვილი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.
”12 ივლისამდე დავკეტეთ ბანკი. ყველამ ჩააბარა PCR ტესტი, პასუხები კი დღეს იქნება. თანამშრომელს კორონავირუსი შაბათს დაუდასტურდა”,- განმარტავს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, სირანუშ ტონაკანიანი.
ლიბერთი ბანკის თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია და სახლში იმყოფება.
საქართველოში 12 ივლისის მონაცემებით კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა დადასტურდა