საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,06%, ბოლო 14 დღის – 3,67%, ბოლო 7 დღის – 4,07%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 376 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 296 074 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 488.
კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 364 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 909 პირი.
ამასთან, 9 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 714 პაციენტი.