საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 28 190 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 696, „პისიარ“ ტესტი – 14 494.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 გამოჯანმრთელდა, 5 335 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად – 1 246.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 118 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 771 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროშია – 620.
ამასთან, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი.