საქართველოში ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილი არეულობების, ჟურნალისტებისა და გამვლელების ცემის, ეკლესიისა და რუსეთის როლის შესახებ JNEWS-ს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (რონდელი ფონდი) უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი გიორგი ბადრიძე ესაუბრა.
როგორ იმოქმედებს გუშინდელი მოვლენები საქართველოს იმიჯზე?
– მოვლენები იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” მთავრობა დასავლეთის კურსზე, დემოკრატიაზე საუბრობს. სინამდვილეში ისინი უბრალოდ აკოპირებენ პრორუსული ოლიგარქიის ყველაზე ნეგატიურ ელემენტებს, მათ შორის, არა მხოლოდ “ფლირტს”, არამედ პარტნიორობას მემარჯვენე ულტრანაციონალისტთან – ღიად პრორუსულ ძალებთან. 6 ივნისს ეს საკუთარი თვალით ვნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრმა ჯგუფებს წინასწარ შეუწყო ხელი. როდესაც მოქმედება დაიწყეს, მან პრაქტიკულად არაფერი გააკეთა. კონტრასტი ძალიან ნათელია: როდესაც პროდასავლური ძალები გავრილოვის პარლამენტში სპიკერის ადგილის დაკავებას აპროტესტებდნენ, მთავრობამ არაპროპორციულად სასტიკი ძალა გამოიყენა ხალხის მიმართ. გუშინ მათ ხელები ყველაზე აგრესიულ ჯგუფებს გაუხსნეს, რომლებიც ამ აგრესიას, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებისა და ნებისმიერი მოქალაქისკენ მიმართავდნენ, მათ შორის უცხოელი ტურისტის, სრულიად შემთხვევითი გამვლელებისკენ.
როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე?
– ამას უარყოფითი შედეგი ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს მთავრობა ევროკავშირის წევრობის მოთხოვნას აპირებს. ევროკავშირი არ ღებულობს ქვეყანას, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობა, სადაც მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს მოძალადე, რადიკალურ ჯგუფებთან. ალბათ ფიქრობენ, რომ ისინი ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებიან. ეს არის მთავარი პრობლემა. შედეგები ყველაზე ნეგატიური ქვეყნისთვის იქნება.
საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის მხრიდან უარყოფითი განცხადებები გავრცელდა. როგორ შეფასდა მთავრობის ქმედებები?
– თუ განვითარებული მოვლენები შეცდომა იყო, უკვე დავინახავდით სამართალდამცავი ორგანოების აქტიურ ქმედებებს, რომლებიც დაიწყებდნენ არეულობების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ყველა თავდამსხმელის დაკავებას. უმეტესობის ამოცნობა რამდენიმე წუთში შეიძლება. შემიძლია გაჩვენოთ ამ არეულობის მონაწილეთა ფოტოსურათები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები. წარვადგენ მასალებს, სადაც თავდამსხმელების იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნებოდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი არა მხოლოდ უმოქმედოდ იყვნენ, არამედ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქცია “სიმართლე” სააკაშვილის პროვოკაცია იყო. მომხდარის ოპოზიციასთან დაკავშრება სცადეს, პრაქტიკულად მხარი დაუჭირეს მოძალადეებს
ულტრანაციონალისტების რომელი ქმედებები იმოქმედებს ქვეყნის აღქმაზე – ჟურნალისტების მიზანმიმართული ცემა თუ ლგბტ+ საზოგადოებაზე თავდასხმა?
– არა აქვს მნიშვნელობა, ვისი ცემა უნდოდათ ან ვინ სცემეს რეალურად, ნებისმიერ შემთხვევაში- ეს არის კონსტიტუციის, დემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე ძირითადი ნორმების დარღვევა. სადაც სახელმწიფო გარკვეული ჯგუფების უფლებებს არ იცავს, იქ არავინ არ არის დაცული. ამას არ შეიძლება რაიმე საბაბი ჰქონდეს. სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი დემოკრატიული ვალდებულებები.
რა როლი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც ძალადობისკენ მოწოდების მთავარი საბაბი იყო?
– ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ადამიანები
არეულობის დროს, მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთმა მღვდელმა პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ საბოლოოდ არავინ დააკავეს. რატომ?
– ფაქტია, რომ იმათაც კი არ აპატიმრებენ, ვინც ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებსა და გამვლელებზე. რატომღაც, მთავრობას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები კანონზე მაღლა დგანან. თუ ჩვენს ეკლესიაში შენარჩუნებულია რაიმე ქრისტიანული კანონი, მის თანახმად, მღვდელი, რომელიც პირდაპირ ითხოვდა ძალადობას, სასულიერო პირებს უნდა ჩამოაშორონ.
დღეს, ფეისბუქ გვერდებზე არეულობის მხარდასაჭერად რუსეთში მყოფმა ზოგიერთმა პირმა, რომლებსაც ხელისუფლებასთან აახლოვებენ, ფოტოები გამოაქვეყნა. მაგალითად, დუგინმა. ნიშნავს თუ არა ეს იმას ეს იმას, რომ მოვლენებში გარე პირები ჩაერივნენ?
– არ მსურს სპეკულირება, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს რადიკალ მემარჯვენე ნაციონალისტურ ძალებს საქართველოში უკვე დიდი ხანია ცნობილია. ამის დასტურიც არსებობს. ნავალნის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები თანახმად, ჯგუფები რუსეთიდან იყო დაფინანსებული. უშუალოდ აკონტროლებდნენ თუ არა ზოგიერთ ქმედებას, დაზუსტებული არაა, მაგრამ ისინი ერთმანეთს მოკავშირეებად თვლიან – ეს ფაქტია.
გიორგი ბადრიძე კადრული დიპლომატია 1992 წლიდან. მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის უფროსი (1996-98) და ამერიკის მმართველობის დირექტორი (2004-2006). ის მსახურობდა სრულუფლებიანი მინისტრისა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ თურქეთის რესპუბლიკაში (1999-2002 წწ.) და დიდ ბრიტანეთში (2007-09 წწ.). 2009-2013 წლებში ბადრიძე მუშაობდა საქართველოს ელჩად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ის ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. 2013 წელს ის შეუერთდა საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ფონდს და ასევე არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში.