პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია იმართება. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას კვლავ ცდილობენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
სამართალდამცველები „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს, სიტუაცია გაანეიტრალოს.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.