საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 591 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 606 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 693, „პისიარ“ ტესტით – 9 913.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,49%, ბოლო 14 დღის – 3,01%, ბოლო შვიდი დღის – 3,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 371 293 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 718 გამოჯანმრთელდა, 5 383 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 272 810 ადამიანი, დღიურად აცრილია 3667.
კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 961 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 837 პირი.