საქართველოში კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 002 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 024, „პისიარ“-ტესტით – 17 978.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,11 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,28 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 048 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 612 გამოჯანმრთელდა, 5 347 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 267 727 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 442.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 907 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 747 პირი.
ამასთან, 2 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.