ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს ზოგადი უნარების საგნის გამოცდის ჩაბარება 19 და 20 ივლისს მოუწევთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებას “4 + 1” პროგრამით აპირებენ, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ მშობლიურ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ “4 + 1” პროგრამა მოქმედებს 2023 წლამდე, მაგრამ, როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრში აცხადებენ, რომ პროექტი იმუშავებს იქამდე, სანამ მოთხოვნა იქნება.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, რომელთაგან ერთი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხეში, მიქუთიშვილის ქუჩის N2-ში მდებარე №1 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან აბიტურიენტები ძირითადად ახალციხეში აბარებენ გამოცდებს.
მომდევნო პუბლიკაციებში მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი აბიტურიენტია სამცხე-