29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.