საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27 აპრილამდე ნალექი შენარჩუნდება, მაღალმთაში იქნება თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.