საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.
ამასთან, 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 585 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 953 პაციენტი.