დღეს, გამთენიისას, სოფელ ხულგუმოში წყალმომარაგება გაითიშა, როგორც სოფელ ხულგუმოს სპეციალისტმა მოსახლეობას აცნობა, სოფელს წყალი შესაძლოა ორი დღის განმავლობაში არ მიეწოდოს. წყალმომარაგება შეწყდა, რადგან ძველი მილები ახლით იცვლება.

მოსახლეობა შეწუხებულია, რომ ზაფხულის სიცხეში, ორი დღის განმავლობაში წყალი არ ექნებათ. JNEWS–მა სცადა გაერკვია ახალქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრში, წყალი ზუსტად, რამდენი ხნის განმავლობაში არ იქნება.

”ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენ ხანს არ იქნება წყალი, შესაძლოა, ორი დღე არ იყოს, შეიძლება – ერთი დღე, მილების გარემონტების სამუშაოები მიმდინარეობს. ხულგუმოს წყალი დილისკის წყალსადენს უერთდება, ხოლო დილისკის წყალსადენი სოფელ მაჯადიიდან ხეობის სანაპირო ზონაში იცვლება. ახალი მილები უკვე მზად არის, რჩება კავშირის სამუშაოების ჩატარება და ეს საკმაოდ შრომატევადია. შესაძლებელია სამუშაოები ერთ დღეში დასრულდეს, სოფლების უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით სოფლის მოსახლეობას ვაცნობეთ, რომ წყალი არ ექნებათ. ამას შეიძლება ორი დღე დასჭირდეს, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირს“, – თქვა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

მილების რემონტს კომპანია «აისი» ახორციელებს. სოფელ დილისკას მოსახლეობამ მოითხოვა, რომ ჰიდროელექტრო სადგურის შენებელმა კომპანიამ სოფლისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, რადგან ისინი ჰიდროელექტროსადგურს მათ სოფელთან აშენებენ. შესაბამისად, კომპანია «აისის» წარმომადგენლები დილისკას მცხოვრებლების შეთავაზებას – წყალსადენი მილების გარემონტებას დასთანხმდნენ. წყალმომარაგების სისტემის რემონტს კომპანია «აისი», ახალქალაქის მერია და ახალქალაქში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრი ახორციელებენ.