“ჩვენ ამას გავარკვევთ და შეიცვლება ის, რაც უნდა შეიცვალოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ხელმძღვანელმა, ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პანსიონატის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, მანამდე არასდროს შეხვედრია ნინოწმინდის პანსიონატის ბავშვებს.

რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, რომელიც დღემდე ხელმძღვანელობდა ბავშვთა-სახლს, მაგრამ გუშინ ხელმძღვანელის პოზივიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, როგორც მეუფე იაკობმა დასძინა: ”მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოსვლა, მას ისეთი დამსახურება აქვს, ვინ დაკეტავს ამ ადგილს მისთვის?”

კითხვაზე, თუ ვინ დააგვიანა პანსიონატში შექმნილ ვითარებაზე რეაგირება, მეუფე იაკობმა თქვა: “სახალხო დამცველმაც და ყველა ორგანიზაციამ, რომლებმაც იცოდნენ”.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონატს ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს.  როგორც მან ჟურნალისტებს აცნობა, მეუფე სპირიდონმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა ეპარქიაში დაბრუნება.  რაც შეეხება ბავშვთა პანსიონატს, ამჟამად იქ 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.