საქართველოში კორონავირუსის 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 204 25, „პისიარ“ ტესტით – 9 309.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,67 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,33 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 355 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 103 გამოჯანმრთელდა, 5 083 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 212 163 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 596. კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 059 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 595 პირი.
გუშინ, 14 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 311 შემთხვევა გამოვლინდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.