დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობა 7 871 640 500-ზე მეტია. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წელს თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 7 400 000 000 აშშ დოლარი უკვე დახარჯულია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.
მსოფლიოში ყველაზე მეტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე იხარჯება – უკვე 7 მლრდ აშშ დოლარზე მეტია დახარჯული და წუთში 10 000 000 აშშ დოლარი იხარჯება. ჯანდაცვის შემდეგ მოდის განათლება – 5 მლრდ აშშ დოლარი; წუთში იხარჯება დაახლოებით 7-8 მლნ დოლარი. თავდაცვა – დახარჯულია 2 მლრდ დოლარზე მეტი, წუთში 3 მლნ დოლარი.
საინტერესოა, რომ გასული წელს 61 მილიონზე მეტი ადამიანი დაიბადა და 25 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. დღეს ეს მონაცემები შემდეგია:
აღსანიშნავია, რომ წუთში დაახლოებით 115 ადამიანი იღუპება, ხოლო დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა, წუთში 20-ზე მეტი ადამიანი საკვების უქონლობის გამო იღუპება. გუშინ მსოფლიოში დაახლოებით იგივე რაოდენობის (14 000-ზე მეტი) ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
Worldometer-ის მრიცხველის მსოფლიო მონაცემები 10 ივნისის 12:40 საათის მდგომარეობით.