ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურაში მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდანაც ერთი საფეხბურთო გუნდი მიიწვიეს. ტურნირი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს დასრულდა სოფელ მურჯახეთის გუნდის გამარჯვებით.

სოფელ ჩამდურაში საფეხბურთო ტურნირი 6 ივნისს დაიწყო. ტურნირი სოფელ ჩამდურას ყველა იმ მკვიდრს ეძღვნებოდა, ვინც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ტურნირის ინიციატივა სოფლის ახალგაზრდებს ეკუთვნის. ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორია გრიგორ აკოპიანი. ტურნირის ორგანიზებაში მას სოფელ ჩამდურაში მერის წარმომადგენელი, ვოლოდია ჟამკოჩიანი დაეხმარა. მონაწილეობა მიიღო 16 სოფლის საფეხბურთო გუნდმა: ვაჩიანმა, ხოსპიომ, კარწახმა, ბალხომ, სულდამ, ტურცხმა, კარტიკამმა, ხალგუმომ და სხვებმა, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურას გუნდმა.

სოფელ ვარევანისა და მურჯახეთის საფეხბურთო გუნდები ფინალში გავიდნენ. სოფელ მურჯახეთის გუნდმა ანგარიშით – 3: 1 გაიმარჯვა. მესამე ადგილი სოფელ ჩამდურას გუნდმა დაიკავა.

ფინალურ თამაშს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი და მერიის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ. პრიზიორ გუნდებს გადაეცათ მედლები, სამახსოვრო საჩუქრები და თასები.

 

kubok