აბასთუმანში 3 დღის წინ გაუჩინარებულ 7 ახალგაზრდას ეძებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგულებს 40 მეხანძრე-მაშველი ეძებს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონიც.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სამძებრო პროცესში უკვე რეინჯერებიც ჩაერთნენ.
ინფორმაციას ავრცელებს „ინტერპრესნიუსი“