ევროპულმა საბჭომ სულ ახლახან უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს ისტორიული მომენტია – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, – განაცხადა მიშელმა.
ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტის პირველი დღეა.