დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 21:33 საათზე მოხდა 3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო.