Jnews-ს ესაუბრა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) იმის შესახებ, თუ რა ხდება ახლა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რა გადაწყვეტილება მიიღეს და როგორ უპასუხებენ მედიის ბრალდებებს.  

 

 – რა ხდება წმინდა ნინოს პანსიონატში?

– დღეს დილით სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები იქ იყვნენ ბავშვებთან სამუშაოდ და დაძაბულობა იყო. რადგან სოციალურ მუშაკებსა და ამ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელებს შორის, მეუფე სპირიდონთან და სხვებთან, გაუგებრობა მოხდა. ისინი მოვიდნენ, რამდენიმე კომისია გვქონდა. მათგან ერთი კომისია საპატრიარქოდან, რომელიც სპეციალურად ამისთვის შეიქმნა და ისინი ჩამოვიდნენ, მე ამ კომისიის ხელმძღვანელობა მომიწია, როგორც ადგილობრივ ეპისკოპოსს. კიდევ ერთი კომისია იყო პარლამენტიდან, ჩამოვიდნენ პარლამენტარები და მესამე კომისია – ჯანდაცვის მუშაკების. დღეს ვმუშაობდით, თავის მხრივ, ყველას სათითაოდ შევხვდით და, რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, რომ ყველაფერი დაწყნარებულიყო, ყველაფერი მშვიდად ყოფილიყო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ბავშვებისა და პედაგოგებისთვის სტრესის მოხსნა, ისინი ყველა დიდ სტრესში არიან. ჩვენ ყველასთან ვიმუშავეთ და დღეს გადაწყდა, რომ სოციალური მუშაკები ღამით დაეტოვებინათ პანსიონატში, რათა მათ ღამე გაატარონ აქ, ესაუბრონ ბავშვებსა და პედაგოგებს, ხვალ დილით შეხვედრები განახლდება. ყველა კომისიის წევრი შეხვდება მეუფე სპირიდონს, პედაგოგებსა და ბავშვებს, სოციალურ მუშაკებსა და კომისიებს. მეორე შეხვედრა იქნება ბავშვების გარეშე, რომ ვისაუბროთ და განვიხილოთ, თუ, როგორ განვაგრძოთ მუშაობა მომავალში. ამის შემდეგ, კომისიები გავლენ და სოციალური მუშაკები ბავშვებთან სამუშაოდ დარჩებიან. ეს, ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება მშვიდ ატმოსფეროში და, მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკები გააკეთებენ დასკვნას, ჩვენ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ შემდეგ.

 – რამდენი სოციალური მუშაკი მუშაობს იქ?

– 6 თანამშრომელი და 2 ფსიქოლოგია. ღამით მხოლოდ სამი სოციალური მუშაკი დარჩა.

 – მეუფე სპირიდონი მზად არის სახალხო დამცველის წარმომადგენელს მისცეს პანსიონატში შესვლის საშუალება? 

– სახალხო დამცველის აპარატის თაობაზე პასუხი არ არის. მოდით, სოციალურმა მუშაკებმა ჯერ იმუშაონ და გამოიტანონ საკუთარი დასკვნები, შემდეგ კი, ვნახავთ, როგორ რა იქნება.

 – ნინოწმინდის პანსიონატის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, თუ ისაუბრეთ დღეს?

– რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, გუშინ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იმიტომ, რომ ეს ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც სახალხო დამცველი მიმართავს სამინისტროს. მათ ყოველ ჯერზე საქმის აღძვრა უწევთ. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაკითხეს ბავშვები, ფსიქოლოგების თანდასწრებით, პოლიციის შენობაში, თუმცა შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ სიახლის სამართლის საქმეებს, რომელიც ლომჯარიამ ახსენა, 4 შემთხვევა აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევები დიდი ხანია, ასე ვთქვათ, არ არის აქტუალური. იმის გამო, რომ პოლიციამ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ისინი ამ საქმეს, რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდნენ და ვერ იპოვნეს ვერაფერი და, არც რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არსებობს. ისინი აჟიტირებულნი იყვნენ, რადგან მათ სახალხო დამცველმა მიმართა. მას შემდეგ, რაც არაფერი იყო ნაპოვნი, ამ საქმეების დახურვა გადაწყდა. ფორმალურად ჯერ კიდევ არსებობს სისხლის სამართლის საქმე.

 – TV Formula- ს მასალასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ 10 წლის წინ პანსიონატში ძალადობის შედეგად ბავშვი დაიღუპა და დანაშაული დაფარული იყო, რას იტყვით?

– ეს სისულელეა, არავის არავინ მოუკლავს. მასალებში ყველაფერი საეჭვოა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როდესაც ძალიან მარტივია ასეთი მასალის გაყალბება, ასეთი მასალების შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით. ამიტომ, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთონ ამ ყველაფერში, რათა გაარკვიონ სიმართლე და სიცრუე.