ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში Energo Pro Georgia-ს 24 896 აბონენტიდან კომუნალური გადასახდების დაფინანსების 3-თვიანი სახელმწიფო პროგრამით 13 052 აბონენტი ისარგებლებს.
კომპანია Energo Pro Georgia -ის პრესცენტრის ინფორმაციით, კომპანიის სამხრეთ ფილიალის (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი, ხაშური, გორი) 166 901 აბონენტიდან ელექტროენერგიის შეღავათებით 103 343 აბონენტი ისარგებლებს.
ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათები საქართველოს 1 მილიონ 200 ათას ოჯახს შეეხება.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს იყენებს, კომუნალური გადასახადს სახელმწიფო 3 თვის განმავლობაში – მარტის, აპრილის და მაისის საფასურს მთლიანად დაუფარავს. დაფინანსდება წყლისა და დასუფთავების გადასახადიც.
ჩვენ კითხვაზე, როგორ უნდა აცნობონ აბონენტებს თანხის გადახდის შესახებ, მიიღებენ თუ არა წერილებს, ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ არის. პრესცენტრში გვითხრეს, რომ აბონენტი უნდა დააკვირდეს გადასახადს, თუკი მაჩვენებელი არ აღემატება 200 კუბამეტრს, შეუძლია არ გადაიხადოს.