საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააზუსტა ქვეყანაში უცხოელი მოგზაურების შემოსვლისა და ყოფნის წესები.
ივნისიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლია: ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით და ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით
არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტითა და მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით
საჰაერო გზით:
ყველა ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, ვაქცინის სრული დოზის დამადასტურებელი ცნობით
არავაქცინირებული 53 ქვეყნის მოქალაქე/რეზიდენტს, ბოლო 72 საათში აღებული PCR ნეგატიური ტესტით და საქართველოში შემოსვლიდან 3 დღის შემდეგ საკუთარი ხარჯით ტესტის ჩატარების ვალდებულებით