თბილისში ყოველწლიურმა ფესტივალ-დღესასწაულმა, რომელიც სომეხ პოეტ-აშუღს საიათ-ნოვას ეძღვნება, წელს კონცერტის გარეშე ჩაიარა.
მაისის ბოლო კვირას, თბილისში “ვარდატონის” დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს თბილისის ძველ უბანში – “მეიდანში”, გორგასლის მოედანზე საიათ-ნოვას საპატივსაცემოდ ყოველწლიურად დიდი კონცერტი იმართებოდა.
თუმცა წლეულს, კორონავირუსის გამო, დღესასწაულმა სხვაგვარად ჩაიარა.
საქართველოს სომხურმა საზოგადოებამ მსვლელობა დაიწყო ოვანეს თუმანიანის მუზეუმის სახლიდან სურბ გევორგის ეკლესიის კათედრალურ ტაძრამდე, სადაც დიდი პოეტი და მომღერალი საიათ-ნოვაა დაკრძალული. მის საფლავზე წითელი ვარდები მიიტანეს.
საიათ-ნოვას საპატივსაცემო დღესასწაული “ვარდატონი” (ვარდების ფესტივალი) პირველად თბილისში 1914 წელს, დიდი სომეხი მწერლის, ოვანეს თუმანიანის, მხატვრის გევორგ ბაშინახიანის და ქართველი პოეტის, ლიტერატურის კრიტიკოსის იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით გაიმართა. თბილისში მაისის ბოლო კვირას აღინიშნება … ამ დღეს სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს წითელი ვარდები მიაქვთ საიათ-ნოვას საფლავზე, უსმენენ მის პოეზიას.