დღეს, 26 მაისს, ახალქალაქის ახალგაზრდულ კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნებით დაიწყო. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ქართული ენის წრის უფროსების ჯგუფის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიული ფაქტები ქართულ და სომხურ ენებზე, მოყვნენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ – დროშა, გერბი და ჰიმნი. მათ წარმოადგინეს ქართველი ინტელიგენციის გამოთქმები და ლექსები.
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, კარინე თადევოსიანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდულ ცენტრში ყოველწლიურად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დამსწრეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების დღეს მიულოცა.
ვარდუი კურგინიანმა, რომელიც ქართული ენის წრის პასუხისმგებელია, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი ღონისძიებები საჭიროა იმისათვის რომ მოსწავლეები მეტი გაიგონ საქართველოს ისტორიის შესახებ.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ პირველ სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მოკლე დროის მიუხედავად (1918-1921 წწ), საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე, რამაც ძლიერი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქში უკვე მეორე წელია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიებები არ ტარდება ეპიდემიის გამო, მასობრივი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით.