საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 680 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 985 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 333, „პისიარ“ ტესტით – 13 652.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,57 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,11 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 336 840 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 317 069 გამოჯანმრთელდა, 4 602 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 109 395 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 866.
კარანტინის რეჟიმშია 80, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 270 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 701 პირი.
ამასთან, 20 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი.