ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში დღეს, ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე მხოლოდ მეთორმეტე კლასელები და პედაგოგები იყვნენ. მშობლები ჭიშკრის და ღობის მიღმა იდგნენ და იქიდან უყურებდნენ თავიანთ შვილებს.
დემირჩიანის სახელობის №4 საჯარო სკოლაში 43 კუსრდამთავრებულია. სკოლას ორი გამოსაშვები კლასი ჰყავს. მეთორმეტე კლასელებისგან სამი ოქროს მედალს და კიდევ სამ ვერცხლის მედალს აიღებს.
წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბოლო ზარის ღონისძიება არ აიკრძალა, მაგრამ იმავდროულად, მშობლების დაშვება შეიზღუდა.
ასობით მაყურებლისა და მჭიდრო ღონისძიების ნაცვლად, დღეს N4 სკოლას 3-4 ათეული მშობელი ჰყავდა და გამოსამშვიდობებელი ვალსი მეთორმეტეკლასელებმა მაყურებლის გარშე, თავისუფალ მოედანზე იცეკვეს.
იყო ყვავილები და აპლოდისმენტები, მაგრამ პანდემიის გამო, შეზღუდული.