მასწავლებელთა მომზადებს პროგრამაზე მიღება დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შიდა გამოცდის ჩაბარება. პროგრამაში მისაღები გრაფიკისა და საჭირო საბუთების შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტები წარადგენენ.
ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. აქ 60 კრედიტიანი პროგრამა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
• ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი და საშუალო დონე)
• მათემატიკა (დაწყებითი და საშუალო დონე)
• ისტორია (დაწყებითი და საშუალო დონე)
• სამოქალაქო განათლება (დაწყებითი და საშუალო დონე)
• გეოგრაფია (დაწყებითი და საშუალო დონე)
• ბიოლოგია (დაწყებითი და საშუალო დონე)
• ფიზიკა (დაწყებითი და საშუალო დონე)
• ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• გერმანული (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• გამოყენებითი და სახვითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო დონე)
• დაწყებითი კლასების მასწავლებლების გადამზადების პროგრამა (ქართული ენა, ლიტერატურა, მათემატიკა, 1-4 კლასების საბუნებისმეტყველო მეცნიერებები)
რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 3 სექტემბრამდე 18:00 საათამდე შემდეგი ბმულით:https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/lecturers.
მასწავლებლების მომზადების პროგრამებში სწავლის გაგრძელების მსურველებმა ელექტრონულ სარეგისტრაციო ბაზაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
• რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე,
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი,
• საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება რეგისტრაციის ნომერი, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულა.
რეგისტრაცია შესაძლებელია იმ აბიტურიენტებისთვისაც, რომლებმაც განცხადება დაწერეს მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდის გასაჩივრებაზე, საბოლოო შედეგი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ეს აბიტურიენტები პროგრამაში მხოლოდ მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდის მინიმალურ ზღვარს გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ.
• პედაგოგიური ატესტატის არსებობისას- პედაგოგიური ატესტატის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი,
• ელექტრონული ფოტოსურათი 3х4 (პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერისას ორი ფოტოსურათია საჭირო)
• ბაკალავრის/მაგისტრის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი (დიპლომი), გაცემული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარისხის მინიჭების ცნობა გადაწყვეტილების ნომრისა და თარიღის მითითებით.
• სამხედრო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მამრობითი სქესის შემთხვევაში). განმცხადებელი რეგისტრირდება პირადი ნომრით მხოლოდ ერთხელ.
განმცხადებელი პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეზე.
ცნობისთვის, ასევე აღვნიშნავთ, რომ თუ გსურთ ამ პროგრამით სწავლის გაგრძელება სხვა უნივერსიტეტებში, მაშინ უნდა დაელოდოთ სანამ ეს უნივერსიტეტი მიღების შესახებ შესაბამის ინფორმაციას გაავრცელებს.