საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 443, „პისიარ“ ტესტით – 8 242.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო შვიდი დღის – 3,72%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 332 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 312 349 გამოჯანმრთელდა, 4 499 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 93 305 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 021.
კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 343 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 662 პირი.
ამასთან, 17 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 038 პაციენტი გამოჯანმრთელდა.