საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განიხილავს იმ შეღავათებს, რომლითაც ვაქცინირებული ადამიანები ისარგებლებენ. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, შეზღუდვების ნაწილი აღარ გავრცელდება პირებზე, რომლებსაც აცრა ორჯერ ექნებათ ჩატარებული. რა სახის პრიორიტეტები მიენიჭება ასეთ მოქალაქეს, ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა ისიც, რომ განიხილება კომენდანტის საათის მოქმედების დროის გადაწევა.
„ლაპარაკია, რომ კომენდანტის საათი დაიწყოს არა 9 საათიდან, არამედ 10-დან ან 11-დან“, – განაცხადა გამყრელიძემ სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას.