სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 267 შემთხვევა გამოვლინდა, 674 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 3 723 ტესტი ჩატარდა.

13 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 220 217 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 206 752 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 291 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 050 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.