საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 595 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 616, „პისიარ“ ტესტით – 17 979.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 29,64%, ბოლო 14 დღის – 32,04%, ბოლო 7 დღის – 30,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 526 205 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 348 581 და, 15 771 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 791 310 აცრა, დღიურად აცრილია 3 078.

კარანტინის რეჟიმშია 16, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 818 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 013 პირი.

ამასთან, 17 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 24 110 პაციენტი, გარდაიცვალა 46.