ახალქალაქში დღეს ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრისა და ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით  სომხეთის გენოციდის აღიარებისა და დაგმობის შესახებ დისკუსია გაიმართა.
kentron3

ღონისძიებას ესწრებოდნენ მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი, ისტორიკოსი სევაკ ერანოსიანი, სონა მიქაელიანი, ორი ახალგაზრდული ცენტრის პედაგოგები, მოსწავლეები და სხვები.

kentron1

დისკუსიის დროს განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი სომხეთის გენოციდის აღიარების, დაგმობისა და კომპენსაციის შესახებ. ნინოწმინდისა და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრების სტუდენტებმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს. დამსწრე ისტორიკოსებმა და ტერ ნარეკმა დამატებითი კითხვები დაუსვეს და კომენტარი გააკეთეს სტუდენტების მოსაზრებებს.

kentron4

სტუდენტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სომხეთის გენოციდის დროულად აღიარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მომავალში ასეთი დანაშაულების აღმოფხვრისათვის საჭიროა სომხეთის გენოციდის, როგორც ისტორიული ფაქტად აღიარება.

kentron2

”ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია, რამდენად იცის ჩვენმა თაობამ ისტორია, რამდენად მზად არიან იბრძოლონ კომპენსაციისთვის და როგორ წარმოუდგენიათ კომპენსაციის ანაზღაურება. რა თქმა უნდა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვყავს საიმედო თაობა, რომელიც მზად არის კომპენსაციის მოსაპოვებლად”,- თქვა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა კარინე თადევოსიანმა.

ღონისძიება ლოცვით -“მამაო ჩვენო”- დასრულდა.