რამდენიმე წუთის წინ “ერებუნის” სამხედრო აეროპორტში რუსეთის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც სამი სომეხი სამხედრო ტყვე ბაქოდან სომხეთში ჩაიყვანა.
როგორც ტელეკომპანია Para Tv-ი იტყობინება, მათ სამხედრომოსამსახურეების ნათესავებმა აცნობეს, რომ ისინი უკვე გადაიყვანეს მურაცანის სამხედრო ჰოსპიტალში გამოკვლევებისთვის.
ტყვეობიდან დაბრუნებული ჯარისკაცები არიან: რობერტ ვარდანიანი, სამველ შუხიანი და სეირან თამრაზიანი.
აღსანიშნავია, რომ ბაქოში კვლავ გრძელდება კიდევ ათეული სომეხი სამხედრო და სამოქალაქო პირის უკანონოდ დაკავება და წამება, მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამხედრო ტყვეები არ არიან.