სომხეთში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 142 928-მდე გაიზარდა, – იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 7 დეკემბრის მონაცემებით, 142 344 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამრიგად, დღეში ინფიცირების 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში, კორონავირუსის გართულებებით 2 372 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 28 გასული დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ – 597-ს შეადგენს (პლუს 2 ბოლო დღის განმავლობაში). ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 119 147. მკურნალობას გადის 20 812 ადამიანი. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 532 527.