საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40.2 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.3 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1 პროცენტით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 6.4 პროცენტით არის გაზრდილი.
ამასთან, 22.2 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 18.2 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.
შეგახსენებთ, რომ აპრილის მსგავსად, მარტშიც წლიური ინფლაცია 7.2%-ზე იყო.