ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის – “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, კვლავ გამოცხადდა 10 განმეორებითი და ახალი აუქციონი. რომელთაგან ერთი ნაკვეთი იჯარით არის გაცემული, დანარჩენი ცხრა იყიდება. ობიექტები – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ახალქალაქში.
პროგრამის – “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, მთავრობამ კიდევ ერთი აუქციონი გამოაცხადა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ამჯერად გასაყიდად გამოიტანა 9 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც რვა არის სოფლებში, ერთი ახალქალაქში და ერთი ნაკვეთი იჯარით.
წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებს:
– ქალაქ ახალქალაქში დ. აღმაშენებლის ქუჩაზე – 10380 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობები, რომელთა ფართობია 7608 კვ.მ. – თავდაპირველი ფასი 140 000 ლარია.
– სოფელ კარწახში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 93 040 კვ.მ., თავდაპირველი ფასი 186 500 ლარი
– სოფელ კარწახში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 127,558 კვ.მ., თავდაპირველი ფასი 178,000 ლარი
– სოფელ აფნიაში – 29110 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – თავდაპირველი ფასი 44 000 ლარი
– სოფელ გოგაშენში – 25056 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – თავდაპირველი ფასი 31 500 ლარი
– სოფელ ლომატურცხში – 10472 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – თავდაპირველი ფასი 30 000 ლარი
– სოფელ ვაჩიანში – 15905 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – თავდაპირველი ფასი 29 000 ლარი
– სოფელ დილისკაში, (მეფრინველეობის მეურნეობის ტერიტორია), 179 396 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – თავდაპირველი ფასი 680 000 ლარი
– სოფელ არაგვასთან, ქვიშის კარიერები 123 300 კუბური მეტრი ფართობი, თავდაპირველი ფასი 82 664 ლარი
და ასევე ერთი მიწის ნაკვეთი იჯარით არის გაცემული სოფელ კარწახში, 14,087 კვ / მ თვეში 55 ლარი.