ახალქალაქის აგრარული ბაზრის რძისა და ხორცის პავილიონი მოცარიელდა და დაიკეტა. რძის ნაწარმით ვაჭრობა კი რუსთაველის ქუჩის ტროტუარებზე მიმდინარეობს.

ბაზრის რძისა და ხორცის პავილიონი დაკეტილია, რადგან გამყიდველები იქ არ მიდიან. ისინი რუსთაველის ქუჩის ტროტუარებზე «ძველ» ადგილს დაუბრუნდნენ, სადაც საკვებით ვაჭრობისათვის ანტისანიტარიულ პირობებია.

ქუჩაში მოვაჭრე გამყიდველები აღნიშნავენ, რომ პავილიონში უკეთესი პირობებია, უბრალოდ მომხმარებელი იქ იშვიათად შედის, რის შედეგადაც საქონელს რეალიზებას ვერ უკეთებენ. რძის ნაწარმი მალე ფუჭდება, შესაბამისად იქ ზარალი უფრო მეტია.

ერთმა ვაჭარმა, რომელიც ბაზარზე რძის ნაწარმს ყიდის, თქვა, რომ მათთვის პროდუქტის რეალიზებაა მთავარი.

«ამ ქუჩაზე დგომისათვისაც კი, ჩვენ მზად ვართ თანხა გადავიხადოთ. როდესაც პავილიონში გაგვაგზავნეს, სოფლის მოსახლეობა იქ სავაჭროდ არ მოდიოდა, ნობათს სოფლებშივე ყიდიდნენ. გარდა ამისა, ჩვენ პავილიონში ვვაჭრობდით, თუმცა ზოგიერთი აქ მაინც რჩებოდა. ხალხისთვის აქ მოსახერხებელია. გვერდით ჩაგვივლიან და გვხედავენ, ჩერდებიან და ყიდულობენ. იქ მთელი დღის განმავლობაში არავინ შემოდიოდა»,- ამბობს რუსთაველის ქუჩაზე მუდმივად მოვაჭრე ქალბატონი.

«ვაჭრობა მიმდინარეობს აქ, იქ არავინ შემოდის. გარდა ამისა, ბაზრობის ტერიტორიაზე ერთხელ, 9 საათის შემდეგ, ერთი მანქანა არ შემოუშვეს. გავბრაზდი და მეც გამოვედი. იმისათვის, რომ ვაჭრობა ბაზრობაზე გაგრძელდეს ყველა გამყიდველი იქ უნდა გადავიდეს. სწორად გაგვიგეთ, ჩვენ აქ სავაჭროდ მოვდივართ»,- ამბობს რძის ნაწარმოს სხვა გამყიდველი.

ის გარემოება, რომ რძის პროდუქტს პირდაპირ ქუჩაში, ტროტუარიდან ყიდულობენ, მომხმარებელს დიდად არ აინტერესებს. ისინი მიჩვეული არიან, რომ რძის ნაწარმი აქ, რუსთაველის ქუჩაზე იყიდება. ამბობენ, რომ აქ ვაჭრობა მოსახერხებელია.

ახალქალაქის შპს «აგრარული ბაზრის» დირექტორი არარატ საარიანი ეთანხმება, რომ თუ რომელიმე გამყიდველი ვაჭრობას ქუჩაში გააგრძელებს, მყიდველები პავილიონის ბაზრობით არ ისარგებლებენ.

«თუკი კანონი კრძალავს, ეს ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს, ხოლო თუკი ვიღაც იდგება ქუჩაში, რა თქმა უნდა, აღარავინ შევა ბაზრობაზე. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას მანქანის შემოეყვანის უფლება არ მისცეს, ეს სისულელეა. მათ უბრალოდ არ სურთ აქ ვაჭრობა. არალოგიკურია, თუკი ჩვენ დაინტერესებული ვართ და ვიბრძვით, რათა ყველა ბაზრობის ტერიტორიაზე განვათავსოთ, როგორ მოვიქცეოდით ჩვენ ასე»,- თქვა არარატ საარიანმა.

2018 წლის ბოლოს და გასულ 2019 წელს, მუნიციპალიტეტისა და სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, რძის ნაწარმის პროდუქტები, სავაჭრო პავილიონის შიგნით მოთავსდა. თუმცაღა, ეს მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამა წლის იანვარში პავილიონი დაიკეტა.

გვსურს აღვნიშნავთ, რომ პავილიონის ფუნქციონირების პერიოდში, გამყიდველი აქ ცოტა იყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში არ იციან თუ როგორ ებრძოლონ ქუჩის ვაჭრობას, ბრძოლის მცდელობებმა არ გაამართლა.

«ეს ჩვენს ვალდებულებაში არ შედის, თუმცა ამ საკითხის რეგულირებას ვეცადეთ. ქუჩის ვაჭრობა პოლიციის მიერ კონტროლდება. ეს არის ადმინისტრაციული, სამოქალაქო სამართალდარღვევა. პოლიციამ უნდა მიიღოს ზომები. ჩვენ ბაზრობაზე შეგვყავს, სამ დღეში გამოდიან. თანამშრომლებს კიდევ ერთხელ გავაგზავნი რათა გააფრთხილონ».