რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, 15 ივნისამდე უნდა დატოვონ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრებათ. თუმცა, მოგვიანებით, 21 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა არ გამოიყენოს სანქციები უცხოელებზე, რომლებსაც რუსეთში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ და დოკუმენტების მოწესრიგებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”რუსული ეკონომიკის ცალკეულ განყოფილებებში შრომითი რესურსების დეფიციტის გათვალისწინებით, მშენებლობაზე, საბინაო-კომუნალურ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად მოზიდვა შესაძლებელია. რუსეთის ფედერაციის მთავრობა უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან ერთად მიიღებს ზომებს უზრუნველყონ თანამემამულეების სამშობოში დაბრუნების შესაძლებლობა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 18 აპრილის № 274 განკარგულების შესაბამისად “რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი სტატუსის მოგვარების დროებითი ზომების შესახებ, ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) შემდგომი გავრცელევის საფრთხესთან დაკავშირებით ”იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მიგრაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებლობა ეძლევათ მოაგვარონ სამართლებრივი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციების გამოყენების გარეშე.
ამასთან დაკავშირებით, პირებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნისთვის იურიდიული საფუძველი არ აქვთ, მკაცრად აძლევენ რეკომენდაციას დაუკავშირდნენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს მათივე ადგილსამყოფელიდან. ამ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილებაა მიღებული, ადგილსამყოფელის მიხედვით აღრიცხვა და შესაბამისი ნებართვებია შედგენილი”.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯავახეთის ბევრი მცხოვრები რუსეთში სხვადასხვა გზით გაემგზავრა, რადგან პანდემიის გამო, მათ სამუშაოდ წასვლა ვერ შეძლეს და ოჯახის წევრებს ვალებითა და სესხებით არჩენდნენ. ახლა ეს ხალხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.