დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
შეხვედრა 12:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს გაიმართა.
იხილეთ ვიდეო: დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება