უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დათმობა რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყანა ნატო-ში ვერ შედის, არის რეალობის ასახვა.
„არ მგონია, ეს დათმობა იყოს. მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს არის რეალობის ასახვა, რომ რუსეთის აგრესიამდეც კი, უკრაინა ხვალ ნატო-ში შესვლას არ აპირებდა. მით უმეტეს, როგორც დავინახეთ, როდესაც პუტინი ამბობდა, რომ მათი შეშფოთება უკრაინის მიმართ ნატო-ში მის მიღებაზე იყო ორიენტირებული, ეს არასწორი იყო. ეს ტყუილი იყო“, – თქვა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პუტინმა აჩვენა, რომ ეს ომი უკრაინაში არის „უკრაინის დამოუკიდებელი არსებობის უარყოფა“. ბლინკენის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება „იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები“.