მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 68,5 მილიონს მიაღწია, – იტყობინება მსოფლიო სტატისტიკის ვებგვერდი Worldometer-ი. 8 დეკემბრის მონაცემებით, ამ ვირუსით დაინფიცირებული შემთხვევების რაოდენობა 68 567 527-ია, პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობა – 1,563,130. საშიში ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით სამი ქვეყანა ლიდერობს: აშშ, ინდოეთი და ბრაზილია.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსი 15 591 709 ადამიანს აქვს. გარდაცვლილია – 293 398.

მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც 9,735,975 ადამიანს დაუსვეს COVID-19 დიაგნოზი. გარდაცვლილთა რაოდენობაა – 141 398.

მესამე ადგილზეა ბრაზილია 6 675 915 ინფიცირებულით, გარდაცვლილთა რაოდენობაა – 178 184.

ათეულში ასევე შედის რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, არგენტინა, კოლუმბია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 11 მარტს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემია გამოაცხადა. ორგანიზაციამ მოუწოდა სახელმწიფოებს, ინფექციების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლა შეუერთდნენ.