მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 146 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი 124 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 146 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 124 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19 მილიონს უახლოვდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – რუსეთია.