ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია,- ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის შეტევები უკრაინის ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა და უკრაინელებმა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების, ასევე ხარკოვის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქების ნაწილის გათავისუფლება შეძლეს.

“500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული, დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამი დღის განმავლობაში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში”,- ნათქვამია ანგარიშში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინა ახლა დგას კრიტიკული ამოცანის წინაშე – გაათავისუფლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, 8 ივლისს, უკრაინულმა ძალებმა ფრონტის, სულ მცირე, სამ სექტორზე კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს.