მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 84 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს worldometers -ი აქვეყნებს.
პლატფორმის თანახმად, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა “კოვიდ -19”-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 60 მილიონს მიაღწია.
ამდროისთვის მსოფლიოში 22 902 415-ზე მეტი აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, აშშ ლიდერობს, შემდეგ მოდის ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.