ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულულბეკოვი ირწმუნება, რომ ალერგიული დაავადებების მქონე პირებისთვის უკუჩვენება არ ექნება covid-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინებს, რომლებიც საქართველოში გამოიყენება.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ ალერგიული დაავადებები, როგორიცაა ბრონქული ასთმა, საკვები ალერგია, სეზონური ალერგია, კანის სხვადასხვა ალერგიული დაავადება – ვაქცინაცია არ არის უკუნაჩვენები, მათ ვაქცინაცია უნდა გაიკეთონ,- ამბობენ ექსპერტები.
ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვაქცინები არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, თუმცა ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს. ვაქცინის გვერდითი მოვლენების 98% მსუბუქია და 48 საათში ქრება. ვაქცინების ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი ანაფილაქსიური შოკია.
მსოფლიოში, სტატისტიკის თანახმად, ანაფილაქსიური შოკი 1 მლნ ვაქცინირებულზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვლინდება.
ბიძინა კულუმბეკოვის თქმით, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ექნება თუ არა ადამიანს ანაფილაქსიური შოკი.
საქართველოში, ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ვაქცინირებულებზე დაკვირვების დრო 15 წუთიდან 45 წუთამდე გაიზარდა. მთელ მსოფლიოში ეს დრო 15 წუთია.
«ერთადერთი ის არის, რომ თუ ადამიანს ანემნეზში აქვს ალერგიული, ანაფილაქსიური შოკი სხვა ვაქცინების შემთხვევაში, მაშინ ჩინური ვაქცინა (სინოფარმი) არ კეთდება. ეს ერთადერთი უკუჩვენებაა. AstraZeneca კეთდება. თუკი პირველი ვაქცინის შემთხვევაში ალერგიული რეაქცია არის, მაშინ მეორე დოზის შემთხვევაშიც 100%-ით იქნება», – ამბობს ექიმი.
თუ რეაქცია კვლავ გაგრძელდა, მაშინვე გაჩნდა გამონაყარი, სუნთქვა გაძნელდა, მაშინ ექიმებმა დაუყოვნებლივ უნდა გაუკეთონ ადრენალინი და დექსამეტაზონი.
ბიძინა კულუმბეკოვი ამბობს, რომ მათ, ვისაც ვაქცინაცია არ სურს – ანტივაქსერები ორ კითხვას უსვამენ. პირველი: რა მოხდება ვაქცინაციის შემდეგ გრძელვადიანობის მხრივ. მეორე: როგორ შეძლეს დროის ასეთ მოკლე შუალედში ვაქცინის შექმნა?
ყველა ვაქცინა, სანამ ადამიანამდე მიაღწევს, გადის ტესტირების გრძელ გზას, ეს ასევე ეხება covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.