დღეს, საღამოს, სოციალურ ქსელებში, ჯერ ქართულ, შემდეგ კი, სომხურ ენაზეც გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, 23:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე საქართველოში ჰაერს დეზინფიცირებას ვერტმფრენებით გაუკეთებდნენ. ეს უბრალოდ ვიღაცის ბოროტი ხუმრობაა და პანიკა ნამდვილად უსაფუძვლო იქნება.
აღნიშნული პოსტი, უფრო სწორად პოსტები, ელექტრონულ სივრცეში მესენჯერისა და ელექტრონული ქსელების საშუალებით ვირუსულად ვრცელდება.
მსგავსი ცრუ სტატუსები მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში და არ გაფინონ სარეცხი გარეთ. სომხურ ვერსიაში ჩამატებულია ის, რომ ჰაერის დეზინფიცირების სამუშაოები ჯავახეთშიც ჩატარდება.
საჭიროა აღინიშნოს, რომ დეზინფიცირების მსგავსი მეთოდი არ გამოცხადებულა, არც საქართველოში და არც, რომელიმე სხვა ქვეყანაში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კორონავირუსის გამო მოსახლეობა ისედაც პანიკაშია, მსგავსი პოსტები შესაძლოა ვიღაცის ბოროტ ხუმრობად შეფასდეს.
ვერტმფრენებით ჰაერის დეზინფიცირებაზე ინფორმაციას თბილისის მერიაშიც უარყოფენ.